ახალი ამბები
52-წლის მამაკაცის სიკვდილში ოჯახის წევრები ,,გორმედის'' პერსონალს ადანაშაულებენ
,,გორმედში'' 52-წლის მამაკაცი, ზურაბ დუღაძე გარდაიცვალა. ამის გამო, დღეს დილით, კლინიკის შესასვლელში ხმაური იყო.

დუღაძის ოჯახი, მამაკაცის გარდაცვალებაში კლინიკა "გორმედის" ექიმებს ადანაშაულებს. ისინი თვლიან, რომ მედიკოსებმა პაციენტი ხელოვნურად დაამძიმეს და მას მოგვიანებით, ანემიის დიაგნოზი დაუსვეს.

მამაკაცი კლინიკაში დაბალი ტემპერატურით შეიყვანეს, ის კოვიდ გადატანილი იყო და ფილტვების პნევმონია ჰქონდა. ექიმებმა უთხრეს, რომ მას ანემია ჰქონდა და დიდი რაოდენობით სისხლი გადაუსხეს.

ზურაბ დუღაძის ოჯახის წევრები, კატასტროფის ბრიგადით თბილისის კლინიკაში პაციენტის გადაყვანას ითხოვდნენ, თუმცა მათი თქმით ,,გორმედში" კატასტროფის ბრიგადა არ გამოიძახეს, ხოლო ოჯახს განუცხადეს, რომ პაციენტი საკუთარი სახსრებით გადაეყვანათ სასურველ კლინიკაში.

"გორმედში" ბრალდებებს არ იზიარებენ და ამბობენ რომ პაციენტს ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები