ახალი ამბები
გორში ალილოს მსვლელობაში მხოლოდ მღვდლები მიიღებენ მონაწილეობას
გორის საკათედრო ტაძარში საშობაო დღესასწაულისთვის ემზადებიან. 6 იანვრის ღამით მრევლს ტაძარში მისვლა შეეძლება. საზეიმო წირვა პირბადეებით და დისტანციის დაცვით აღევნილება.

7 იანვარს კი ტრადიციული ალილოს მსვლელობა მოეწყობა, თუმცა მრევლის გარეშე.

"იქნება ალილო და მასში, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ სასულიერო პირები მიიღებენ მონაწილეობას, ყველა შესაბამისი წესის დაცვით",-აცხადებს მღვდელი გიორგი კარელიძე. მისი განმარტებით, მსვლელობაში სტიქაროსნებიც არ მიიღებენ მონაწილეობას.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ სამღვდელოების წარმომადგენლებს შობის წინა დღეს ტესტირება ჩაუტარდება.

,,უკვე რამდენიმე კვირაა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სამღვდელოების წარმომადგენლებს შესთავაზა ტესტირების ჩატარება რათა საეჭვო შემთხვევები დროულად გამოვლინდეს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თუ კი შობას მივლენ ტაძრებში, პირადი დაცვის საშუალებებს ნუ დაივიწყებენ'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ფოტოარქივი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები