ახალი ამბები
ზნაურის რაიონის სოფელ ნედლათში ხანძრის შედეგად 82-წლის ქალი დაიღუპა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ცხინვალისა და ზნაურის (ყორნისი) რაიონში ორი სახლი დაიწვა. ერთი სოფელ ნედლათში, ხოლო მეორე სახლი ქალაქ ცხინვალში.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახანძრო სამსახურის ცნობით, ნედლათში ორსართულიანი სახლის დაწვის შედეგად, 82-წლის ქალი დაიღუპა. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი შეშის ღუმელი გახდა. ქალს შეშის ღუმელის გვერდით ეძინა.

რაც შეეხება ქალაქ ცხინვალს, აქ ერთსართულიანი სახლი დაიწვა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები