ახალი ამბები
გორში ოჯახური ძალადობის ფაქტზე 2 მამაკაცი დააკავეს
წუხელ გორის სასამართლოს მოსამართლემ შალვა კაკაურიძემ 2 მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები არიან 40 წლამდე ასაკის მამაკაცები.

დაკავებულთაგან ერთი ქალაქ გორში, ხოლო მეორე - კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებია.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულებმა, იყვნენ რა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახის წევრებს.

შიდა ქართლის პოლიციიის თანამშრომლებმა გორში მცხოვრებ მამაკაცს ბრალი 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე მამაკაცს, ბრალი შედარებით მძიმე მუხლით (მეორე ნაწილით - ცემა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით) წაუყენა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები