ახალი ამბები
,,Ясно солнышко'' - გორის მერის რუსული საჩუქრები სოციალურად დაუცველებს
საახალწლოდ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 2000-მა ოჯახმა საახალწლო ნობათი მერიისგან მიიღო. 

საახალწლო ნობათში აღმოჩნდა ისეთი პროდუქტები, რომელიც სარეალზიაციოდ რუსეთიდანაა შემოტანილი. 

2020 წლის 21 დეკემბერს კომპანია ,,ჯიბესთან'' დადებული ხელშეკრულების მიხედვით, 29 900 ლარი დაიხარჯა ისეთი პროდუქტის შეძენაში, როგორიცაა:

2 000 კგ შვრიის ფანტელი (სოლნიშკო)

4000 ლიტრი ზეთი (კუბანსკი დარი) 

4 000 ცალი საქონლის ხორცის კონსერვი  (ბაგატირსკაია)

,,სურსათის პაკეტები ყოფილ "ნარკოლოგიურის" შენობაში მცხოვრებმა ოჯახებმა მიიღეს. დაწესებული შეზღუდვების გამო უსახსროდ დარჩენილი და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის პროდუქტებით მომარაგების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამიოყო.  აღნიშნული თანხით 50 ლარის ღირებულების სურსათის პაკეტებს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2 ათასი ოჯახი მიიღებს.'' - აღნიშნულია მერის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები