ახალი ამბები
მეუფე იობმა ლევან რატიანი და მისი თანამშრომლები დალოცა
ქარელში, საშობაო წირვის განსრულების შემდგომ, რუის-ურბნისის ეპისკოპოსმა ეპარქიაში სტუმრად მყოფი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი, კლინიკის სხვა თანამშრომლებთან ერთად, დალოცა.

ამის შესახებ ინფორმციას ეპარქია ავრცელებს:

,,დღეს, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დილის 10:00 საათზე, რეგულაციების სრული დაცვით დაიწყო საზეიმო საღმრთი ლიტურგია, რომელიც აღასრულა მისმა ყოვლადსამღვდელო მეუფებამ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა. მღვდელმთავარმა მადლობა გადაუხადა ეპარქიის მრევლსა და ჩამოსულ სტუმრებს. გთავაზობთ ამონარიდს მიტროპოლიტ იობის ქადაგებიდან:

,,ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მე მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენს წმიდა ლოცვებში მოხსენიებისათვის. ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს და მე მჯერა, რომ სწორედ თქვენი ლოცვით მე გამოვკეთდი და გამოვჯანმრთელდი და ასევე დღევანდელ დღეს ჩვენ ძალიან გვახარებს იმ საავადმყოფოს დირექტორის ჩვენთან ყოფნა, ბატონ ლევან რატიანის, რომლის ძალისხმევითაც მე მჯერა, რამეთუ ექიმებიც ღვთისაგან არიან, მე გამოვჯანმრთელდი... და მე ვმადლობ ასევე უფალს, რომ ბატონი ლევანი დღეს ჩვენთან ერთად არის, ესწრება შობის წმიდა ლიტურგიას. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და შობის მადლი და სიხარული მიჰფინოს მას და თავის ოჯახს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი!" - აღნიშნულია მეუფე იობის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები