ახალი ამბები
,,მაქს შაურმის" თანამშრომლებმა პანდემიის პირობებში ტრადიციული საშობაო აქცია გამართეს
კომპანია "მაქს შაურმა" უკვე ხუთი წელია გორის რაიონის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება.

გამონაკლისი არც წელს დაუშვეს და საშობაოდ სოფელ ქიწნისში, კარბში, მერეთსა და კოშკაში 5 ოჯახს საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები გადასცეს. როგორც კომპანიის მენეჯერმა მედეა ლეკიშილმა აღნიშნა შეეცდებიან, რომ სხვა დროს მეტი ოჯახის დახმარება შეძლონ.

" უკვე ხუთი წელია ტრადიციად ვაქციეთ საახალწლოდ გამყოფ ხაზთან მცხოვრები გაჭირვებული ოჯახების დახმარება. მინდა მივულოცო მათ ახალი წელი და ვუსურვო ჯანმრთელობა. ასევე ვისურვებდი, რომ მომავალ წელს უფრო მეტი ოჯახის დახმარება შევძლოთ. ოჯახები რომლებმაც ეს დახმარება მიიღეს ნამდვილად მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. გარდა ფინანსური და საცხოვრებელი პრობლემებისა მათ დიდ ნაწილს ჯანმრთელობის პრობლემებიც აღენიშნებათ, რაც მეტად ამძიმებს მათი ოჯახების მდგომარეობას.''- - განაცხადა მედეა ლეკიშვილმა.

,,მაქს შაურმის'' ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლევან ბაიაძის თქმით, პანდემიისაგან გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, ტრადიცია არ დაარღვიეს და ამ ოჯახების მონახულება მაინც შეძლეს.

"პანდემიამ და ქვეყანაში არსებულმა საგანგებო მდგომარეობამ ჩვენს ბიზნესზეც ძალიან იმოქმედა, თუმცა შევძელით სამუშაო ადგილების 100% იანი შენარჩუნება. ამის მიუხედავად გვახარებს ის ფაქტიც, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძელით ჩვენი კომპანიის სახელით მცირედით გაგვეხარებიან ეს ოჯახები." _ აღნიშნა ლევან ბაიაძემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები