ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა - 1 ადამიანი გარდაიცვალა
10 იანვრის მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 1 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაიცვალა ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 65 წელს გადაცილებული მამაკაცი.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 135 სინჯიდან კორონავირუსი 64 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 34 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 4902, მათ შორის - 1253 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 1194 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები