ახალი ამბები
ჯარისთვის მიწოდებულ ყველში მავნე ბაქტერიები აღმოჩნდა
2021 წლის 7 იანვარს, საშობაო სამზადისის დროს, სამხედრო ძალებში ყველის მიწოდება შეფერხდა. ამის გამო, თავდაცვის სამინისტრომ კომპანია ,,ემარჯისთან" ხელშეკრულება შეწყვიტა.

ყველის მიწოდებასთან დაკავშირებით, ,,ემარჯისთან'' ხელშეკრულება 2020 წლის 17 დეკემბერს დაიდო. მანამდე თავდაცვის სამინისტრო უკმაყოფილო დარჩა შპს ,,ალპურის'' მომსახურებით.

,,შპს "ალპური"-ს მიერ, მოწოდებული ყველის ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ პროდუქტი შეიცავდა ადამინის ჯანმრთელობისათვის საშიშ ბაქტერიებს, კერძოდ კოლიფორმებს. აღნიშნულიდან გამომდინარე შემსყიდველმა ორგანიზაციამ უარი თქვა შპს "ალპური"-ს მიერ მოწოდებული პროდუქციის მიღებაზე.'' - ასე მიმართა 2020 წლის 17 დეკემბერს თავდაცვის სამინისტომ შესყიდვების სააგენტოს.

კოლიბაქტერიების ანუ ნაწლავის ჩხირის ჯგუფი (იგივე კოლიფორმები) აერთიანებს მიკროორგანიზმების 100-მდე სახეობას, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ ნაწილს. მათ პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმები ეწოდებათ, ვინაიდან მოწამვლა ვითარდება მხოლოდ გარკვეულ პირობებში.

,,ალპურისთან'' შეწყვეტილი ტენდერის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ ყველის მიწოდება ხელშეკრულება შპს "ემარჯი"-სთან 2020 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა.

ორი კვირის შემდეგ, 2021 წლის 6 იანვარს თავდაცვის სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს აცნობა, რომ ამ დროისთვის შემსყიდველი კომპანიისთვის არ მოუწოდებია შეკვეთილი პროდუქტი, რის გამოც დადგა შპს "ემარჯი"-სთან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი და გადაიგზავნა მოთხოვნა აღნიშნული კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

2021 წლის 7 იანვარს თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა ყველი "ვანი როქსი"-სგან შეესყიდა. თავდაცვის სამინისტროს სახელით კვებით მომარაგებაზე სახელმწიფო კომპანია ,,სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა'' ზრუნავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები