ახალი ამბები
ცხინვალში მანქანის გატაცების ფაქტზე 19-წლის მამაკაცი დააკავეს
ცხინვალის მილიციის თანამშრომლებმა ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის გატაცებაში ბრალდებული მამაკაცი დააკავა.

ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამთავრობო მედია ავრცელებს. დაკავებული 19-წლის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელიც ზნაურის (ყორნისის) რაიონის სოფელ ალიბარში მცხოვრებია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მანქანა ცხინვალში იპოვეს.

დე-ფაქტო შს სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საგზაო მოძრაობის წესების 217 ფაქტი გამოავლინეს. აქედან 4 მანქანის მძღოლს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა დაუდასტურდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები