ახალი ამბები
ცხინვალი-ახალგორის გზაზე სამგზავრო ტრანსპორტი გადაბრუნდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცხინვალი-ახალგორის გზაზე. ,,უაზის" მარკის ავტომანქანა, რომელიც მგზავრების გადასაყვანად გამოიყენება, გადაბრუნდა. 

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს ცნობით, მგზავრებს შორის, არავინ დაშავდა. ტრანსპორტში ოთხი მგზავრი იმყოფებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ზაქორთან მოხდა. ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები