ახალი ამბები
სურამში ნიაღვარმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა
სურამში ნიაღვარმა საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და შესასვლელებში შეაღწია.

ამის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ინფორმაციას ,,გირჩის'' წარმომადგენელი ზაზა მეხრიშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, პრობლემა მერიის მიერ ჩატარებულმა არაეფექტურმა სამუშაოებმა გამოიწვია. მოუწესრიგებელია სანიაღვრე სისტემა.

მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემას შეისწავლიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები