ახალი ამბები
შემოვლით გზაზე დაყრილი მიწის მასა წვიმამ სურამის ქუჩებში ჩაიტანა
დაბა სურამში, ძლიერმა წვიმამ ნიაღვარი გამოიწვია. ნიაღვარმა კი შემოვლითი გზის ავტობანზე დაყრილი მიწის მასა ჩაიტანა.

სურამში ამბობენ, რომ სტიქიის გამომწვევი მიზეზი ნაჩქარევად დაპროექტებული დაბის შემოვლითი გზაა.

მათი თქმით, ჯებირები ბეტონის ნაცვლად მიწით გააკეთეს, რაც არასწორია.

,,თუ ხელისუფლებამ ხარვეზები არ გამოასწორა სურამი, შესაძლოა სტიქიური უბედურების ადგილად იქცეს, რადგან ტერიტორია მეწყერსაშიშია.'' - აცხადებენ სურამში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები