ახალი ამბები
ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი - მოქანდაკე ირაკლი წულაძე
თბილისში, მოქანდაკე ირაკლი წულაძემ ,,ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი'' დადგა. ფოტოები ზემო ფონიჭალაშია გადაღებული და ისინი თვით მოქანდაკემ გამოაქვეყნა.

თბილისის მერის პრეს-სამსახურის ცნობით, ქანდაკებები ქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით, გაკეთდა.

,,მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი.'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ირაკლი წულაძე 1991-1997 წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების განყოფილებაში სწავლობდა. მისი ქანდაკებები არაერთ ქალაქშია დადგმული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები