ახალი ამბები
გორის ეპარქია ჟურნალისტებისთვის ეკლესიაში მუშაობის წესს შეიმუშავებს
გორისა და ატენის ეპარქიაში ამზადებენ დოკუმენტს, სადაც გაწერილი იქნება, ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს, ჟურნალისტების მუშაობის წესები. ამის შესახებ დღეს საკათედრო ტაძრის დეკანოზმა გიორგი კარელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ წესის შემუშავება მას შემდეგ გადაწყვიტეს, როდესაც ადგილობრივი ტელეკომპანია ,,დიას'' ეთერში სიუჟეტი გავიდა.

სიუჟეტის მიხედვით, 14 იანვარს, ტელეკომპანია ,,დიას" ჟურნალისტებს ეპარქიის მმართველმა მეუფე ანდრიამ ზიარების გადაღების გამო, უსაყვედურა.

,,ამ ტელეკომპანიის მიერ მრავალჯერ არის დარღვეული ის ნორმები, რომლებიც უნდა იყოს დაცული ჟურნალისტის მიერ.'' - აცხადებს დეკანოზი გიორგი კარელიძე. მისი თქმით, უამრავი შეკრება ხდება, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ისე საელჩოების მხრიდან, სხვადასხვა კომპანიების მხრიდან, ყველა ამ შეხვედრაზე ჟურნალისტებისთვის არის მითითებული ადგილი, სადაც ისინი უნდა დადგნენ, და არის ხოლმე მათთვის მითითება, რა შეიძლება გადაიღონ და რა არ შეიძლება გადაიღონ.

იხ. ტელეკომპანია ,,დიას'' სიუჟეტი



,,ყველა ეთიკურად მოქმედი ჟურნალისტი ცდილობს, რომ ან ნორმებს დაემორჩილოს. რაც ამ შემთხვევაში არ მოხდა და არ ხდება ხოლმე აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ. მორწმუნეებსაც კი ლოცვაში ეშლება ხელი, მსახურებასაც კი ეშლება ხელი. ისეთ დროს გადაადგილედებიან, რომ ეშლება მსახურებას ხელი. იმიტომ, რომ მათ არ არიციან მსახურების განრიგი, რა დროს ეკლესიაში რა ხდება, რა დროს შეიძLება მოძრაობა და რა დროს არა. თითქოს მათ წარმოაჩინეს ისე, რომ მეუფე ანდრია მათ გაუნაწყდენდა იმის გამო, რომ ისინი იღებდნენ ზიარებას. მეუფე ანდრია მათ არ გაუნაწყენდათ ზიარების გადაღების გამო, მეუფე ანდრიამ შენიშვნა მისცა სწორედ იმის გამო, რომ დარღვეულ იქნა ეთიკა. სტიქაროსნებმა მიუთითეს, რომ როგორი ფორმით შეიძლებოდა გადაღება, რაზეც უკმეხად და უპატივცემულოდ, ზოგჯერ ასც შეიძლება ითქვას, უზრდელად, იყო ნათქვამი, რომ სადაც მინდა იქ დავდგები და რასაც მინდა იმას გადავიღებ.'' - განაცხადა დეკანოზმა.

დეკანოზი გიორგი კარელიძე ამბობს, რომ მეორე ტელეკომპანიამ, ,,თრიალეთმა'' დაიცვა ეთიკა და ისე მოიქცა, როგორც მიუთითეს.

,,ჩვენ შევიმუშავებთ ამ წესს, რომელიც ეხება მედიასაშულებების მოქმედებას მსახურების გადაღების დროს, ეს წესები მიწოდებული იქნება ყველა მედიასაშუალებებისთვის, რომ როცა მოვლენ, ამ წესებით იყოს გადაღებული'' - განაცხადა დეკანოზმა.


დეკანოზ გიორგი კარელიძის მიმართვა



რაც შეეხება გორში მოქმედ სხვა რელიგიურ დაწესებულებებს, 25 დეკემბრის საშობაო ღონისძიებების გაშუქებამ აჩვენა, რომ ჟურნალისტებს მაქსიმალური თავისუფლება აქვთ მინიჭებული გადაღების პროცესში; პირიქით, კათოლიკურ და ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში როგორც მრევლი, ასევე მათი წინამძღოლები ცდილობენ სათანადო სამუშაო პირობების შექმნას; ასევე, ნიშანდობლივია ისიც, რომ ჟურნალისტების მიმართ აგრესიის ნაცვლად, გამოირჩევიან კეთილგანწყობით.

ღვთისმსახურება გორის სოფელ ბეთლემის კათოლიკურ ეკლესიაში




ღვთისმსახურება გორის ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში

Print

სტატიის გამოყენების პირობები