ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 33 პაციენტი გამოჯანმრთელდა
16 იანვრის მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 33 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გარდაიცვალა გორში მცხოვრები, 80-წლის მამაკაცი.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 207 სინჯიდან კორონავირუსი 87 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 94 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 5122 , მათ შორის - 1433 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 1469 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები