ახალი ამბები
გორელმა მოჭიდავეებმა გრან პრიზე 4 მედალი აიღეს
საქართველოს ნაკრებმა გრან პრიზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ნიცაში, საქართველოს ნაკრები 10 მოჭიდავით იყო წარმოდგენილი და აქედან 9 სპორტსმენმა მედალი აიღო. მედლებიდან 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს სინჯისაა.

აქედან ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა, ნიცაში გამართულ გრან პრიზე, ასპარეზობა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ოქროს მედლის მფლობელი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდა, ვერცხლის მედალი დაისაკუთრა დავით ტლაშაძემ (74 კგ), ბრინჯაოს მედლები კი ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ) და ლადო ხინჩეგაშვილმა (65 კგ) აიღეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები