ახალი ამბები
დათა ვანიშვილის შვილიშვილი მედიკამენტოზური მოწამვლის გამო ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს
დათა ვანიშვილის შვილიშვილი მედიკამენტოზური მოწამვლის გამო ცხინვალში გადაიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბებიამ, ვალია ვანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მალხაზ ვანიშვილმა (კორტაევმა), ნერვიულობის ფონზე, მედიკამენტების ზედმეტი დოზა მიიღო.

,,მოვიდნენ ცხინვალის საავადმყოფოდან, ასევე მილიცია და სამხედროები. ცუდად გახდა ჩემი შვილიშვილი, რაღაც წამალი დაულევია. ძალიან ნერვიულობს ეს დღეები. ვერც ცოლს ნახულობს და ვერც ვერაფერს აკეთებს" - აცხადებს ვალია ვანიშვილი სატელეფონო საუბარში.

მალხაზ ვანიშვილი ბოლო პერიოდში ბებიასთან და პაპასთან ცხოვრობს. მათი სახლი მავთულხლართების მიღმაა დარჩენილი, რომელსაც დე-ფაქტო სამხრეთის ხელისუფლება აკონტროლებს. მალხაზი ,,საზღვრის კვეთის'' ბრალდებით რუსმა სამხედროებმა ცოლთან ერთად ცოტა ხნის წინ დააკავეს. მეუღლე თათია ადიკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს, ხოლო მალხაზ ვანიშვილს გამყოფი ხაზის გადაკვეთა კატეგორიულად აუკრძალეს.

მალხაზ ვანიშვილი და თათია ადიკაშვილი 2019 წლის დეკემბერში შეუღლდნენ. მალხაზ ვანიშვილი ითხოვს, რომ ახლადშეუღლებულ მეუღლესთან ერთად იცხოვრობს, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი ამის საშუალებას არ აძლევს.

ვანიშვილიები და ადიკაშვილები სოფელ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს ცხოვრობს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები