ახალი ამბები
1-ელი თებერვლიდან გორის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება
1-ელი თებერვლიდან გორის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გორი შედის იმ დიდ ქალაქების რიცხვში, სადაც შეზღუდვები 1 თებერვლამდე მოქმედებდა.

კერძოდ, სკოლები ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ლი თებერვლიდან გაიხსნება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი, 1-ლი მარტიდან არის დაგეგმილი.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფსასწავლებლებს და უმაღლესი სასწავლებლებს, დაგეგმილია, რომ ისინი 1-ელი მარტიდან გაიხსნება.

"მოგეხსენებათ ქვეყნის 8 დიდ ქალაქში მოქმედებს შეზღუდვები, ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და ვინაიდან უკვე გვაქვს გარკვეულ რეგიონებში მდგომარეობის შემსუბუქება, გვაქვს შესაძლებლობა გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვების მოხსნის. კონკრეტულად, დღეს საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყევტილება, რომ პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი სკოლების, მაღაზიები და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისში და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლები და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა დაგეგმილი 1 მარტიდან", – განაცხადა ვიცე პრემიერმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები