ახალი ამბები
ქვემო ჭალის საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ბაღის რეაბილიტაციის სურვილი კომპანია ,,სამშენებლო ტრსტი#3"-მა გამოთქვა.

ტენდერი მან 285 000 ლარად მოიგო. საწყისი ფასი 363 000 ლარი იყო.

კასპის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, მანანა ხვთისიაშვილმა გვითხრა, რომ ამჟამად საბავშვო ბაღში 40-მდე ბავშვია აღრიცხული.



,,ეს ბაღი კომუნისტების დროს აშენდა და გათვლილი იყო 4 ჯგუფზე. ამჟამად, ორი ჯგუფია რეგისტრირებული. რეაბილიტაცია მთელ შენობას ჩაუტარდება,'' - ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

ქვემო ჭალის საბავშვო ბაღში დადიან თემში შემავალი მცირეკომლიანი სოფლებში მცხოვრები ბავშვებიც, მაგალითად, გორაკადან, საკორინთლოდან, ახალშენიდან და ა.შ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები