ახალი ამბები
სოფელ ტყვიავში სტალინის ბიუსტი ინგრევა
30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელ ტყვიავის ერთ-ერთ უბანში სტალინის ბიუსტი დადგეს. ამის შესახებ უბნის მცხოვრებლებმა გვითხრეს.

მათი თქმით, მონუმენტი მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით გააკეთა, დღეს კი უკვე დაზიანებულია.

,,აღარ მახსოვს, ზუსტად როდის მოხდა ეს. 30 წლის წინ კი იყო. მთელმა უბანმა შევაგროვეთ ფული და ჩვენი ხარჯებით გავაკეთეთ,'' - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

გორის მუნიციპალიტეტში სტალინის ძეგლები კიდევ რამდენიმე სოფელში დგას.

2011 წლის 31 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "თავისუფლების ქარტია, რომლის ერთ-ერთ მიზანს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და კომუნისტური/ფაშისტური სიმბოლიკის, მათ შორის ძეგლების, აღმოფხვრა წარმაოდგენს. კანონის კომუნისტური სიმბოლიკის საჯარო სივრცეში გამოყენებას დასჯადს ხდის.

2011 წელს მიღებული კანონის "თავისუფლების ქარტიის" შემდეგ, საქართველოში კომუნისტური სომბოლიკის, მათ შორის ძეგლების საჯარო სივრცეში განთავსება კანონით ისჯება. მიუხედაავდ ამისა, 2012 წლიდან დღემდე უკანონოდ საქართველოში სტალინის ძეგლი სულ მცირე 9-ჯერ აღადგინეს, მათ შორის 4-ჯერ სოფელ აკურაში. სტალინის ძეგლები დადგეს: თელავში, ზემო ალვანში, აკურაში, ვანთაში, ატენში და შორაპანში. 2011 წლიდან სამოქალაქო აქტივისტები სტალინის ბიუსტებსა და ძეგლებს პროტესტის ნიშნად ღებავენ.

,,მითების დეტექტორის'' ცნობით, 2011 წლიდან მოყოლებული 2020 წლამდე საქართველოში სტალინის ძეგლი სხვადასხვა ადგილას 9-ჯერ აღადგინეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები