ახალი ამბები
გორში კიდევ ერთი ახლადდაგებული ასფალტი ,,გათხარეს"
გორში, ამილახვრის ქუჩაზე ახლადდაგებული ასფალტი გათხარეს. ამის ამსახველ ფოტომასალას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ვასილისა ჯაბახიძე ავრცელებს.

საკრებულოს წევრის თქმით, სახეზეა ფულის კეთება ქოცურად. ,,ასე გამოიყურება გორში ამილახვრის ქუჩა, რომელიც წინა საარჩევნოდ დააგეს და სულ რამოდენიმე კვირაა დასრულდა. ქოცობა უნდა დასრულდეს.'' - აღნიშნა ვასილისა ჯაბახიძემ.

ამ ფაქტმა მერიის ადმინისტრაციის პასუხისმგებელი პირთა გაღიზიანება გამოიწვია. მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა საპასუხი განცხადება შემდეგი სათაურით - ,,ვასილისას მორიგი ტყუილი".



,,ვასილისა ჯაბახიძე მოსახლეობას ისევ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას აწვდის, ამით კიდევ ერთხელ ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ამჯერად საუბარია მის დღევანდელ პოსტზე, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერა და ამილახვრის ქუჩის მიმდინარე სამუშაოების ფოტოები დაურთო. ვასილისა საზოგადოებას ატყუებს, რომ ამილახვრის ქუჩაზე სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დასრულდა და ფოტოებში ჯერ ისევ მუშა პროცესი ჩანს. რეალობა სხვაა: ამილახვრის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის მოწყობა ჯერ არ დასრულებულა. კომპანიას ჩაბარების ვადა 21 თებერვალს უსრულდება. ამ ეტაპზე, გზის საფარის ქვეშ არსებული მოძველებული კომუნიკაციის გამო, რომელიც ამოიცვალა, ჯერ ისევ მიმდინარეობს სამუშაოები. თუმცა ამით კომპანია არ არღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.'' - აღნიშნულია მერის განცხადებაში.

გორის მერიამ თავის განცხადებაში არ ახსენა ის დასკვნა, რომელიც ამილახვრის ქუჩაზე შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით, ზედამხედველმა კომპანია ,,ოპტიმალ გრუპმა'' 2020 წლის 16 დეკემბერს შეადგინა.

დასკვნის მიხედვით, აზომვებისა და გაზომვების შედეგად, მიღებული მონაცემები განსახვევებული აღმოჩნდა იმ მონაცემებთან შედარებით, რომელიც შესრულებული სამუშაოს აქტსა და ხარჯთაღრიცხვაში იყო მოცემული.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები