ახალი ამბები
გორის ბავშვთა საავადმყოფოში მკვდრადშობადობის ფაქტი დაფიქსირდა
გორის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ "იავნანაში" მკვდრადშობადობის ფაქტი დაფიქსირდა. ამის გამო, მშობლები სამედიცინო პერსონალს ადანაშაულებენ.

მშობიარის ს.გ.-ს ახლობლები მკვდრადშობადობაში ექიმს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ნაყოფის დაღუპვა მშობიარობის დაგვიანებით დაწყებამ გამოიწვია.

საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი დაფიქსირდა.

სამედიცინო ლექსიკონის მიხედვით, ეს არის ნაყოფის ჰიპოქსია (ჟანგბადოვანი შიმშილი, ჟანგბადის უკმარისობა) ანუ არის ნაყოფის ორგანიზმში ჟანგბადით მომარგების დარღვევის შედეგად განვითარებული ცვლილებების კომპლექსი.

კლინიკაში კი ამბობენ, რომ დაფიქსირდა ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი, ამასთან, კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით ორსული აღრიცხვაზე სხვა კლინიკაში იმყოფებოდა.

"დაფიქსირდა ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი. მშობიარობამდე ორსული აღრიცხვაზე იმყოფებოდა სხვა კლინიკაში. მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა, ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილის შესახებ ეცნობა შესაბამის სამსახურს და დადგინდება მომხდარის მიზეზები", - აცხადებენ დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ "იავნანაში".
Print

სტატიის გამოყენების პირობები