ახალი ამბები
გორში 47 სპეცმასწავლებელს სტატუსი გამოცდების შედეგად აუმაღლდებათ
ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტის 67 სკოლაში მომუშავე სპეცმასწავლებლებს სტატუსი გამოცდების ჩაბარების შემდეგ აუმაღლდებათ. ამის შესახებ გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა გვითხრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 47 პრაქტიკოსი მასწავლებელი მუშაობს, რომელთაც გამოცდის ჩაბარებს უფლება 2023 წლამდე აქვთ.

,,ამ ეტაპზე ყველა სპეცმასწავლებელს აქვს პრაქტიკოსის სტატუსი. როგორც მასწავლებლებშია განსხვავებული სახელფასო დანამატი სტატუსის მიხედვით, ისე იქნება სპეცმასწავლებლებშიც. მათ გამოცდით უნდა მიენიჭოთ სტატუსი.'' - გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2021 წლის იანვრიდან სპეციალურ მასწავლებლებს მიენიჭათ უფროსი მასწავლებლისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და თვის ბოლოდან ისინი მიიღებენ დანამატს სტატუსის მიხედვით.

დანამატის ოდენობა დამოკიდებულია სპეციალური მასწავლებლის სტატუსზე და მოსწავლეთა რაოდენობაზე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები