ახალი ამბები
ქარელის მუნიციპალიტეტში ბავშვის ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ დასახლებაში დედამ მცირეწლოვან შვილს სცემა.

კადრების მიხედვით, დედამ დაზიანებები სახის არეში მიაყენა. მშობლის უკმაყოფილების მიზეზი ის გახდა, რომ ბავშვმა ბუნებრივი მოთხოვნილებები საწოლში დაიკმაყოფილა.

როგორც ქარელის სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, ოჯახთან მიმაგრებულია სოციალური მუშაკი, რომელიც ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს. თუმცა, ისიც აღნიშნეს, რომ ოჯახთან ჯანდაცვის სამინისტროს სხვა განყოფილების წარმომადგენლებიც მუშაობენ, კერძოდ ტრეფიკინგის სამსახურის სპეციალისტები.

აღნიშნულ ოჯახში ბავშვთა მდგომარეობის შესახებ, მერის წარმომადგენელსაც ვესაუბრეთ. მისი თქმით, ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება: ,,ეს ოჯახი წარმოადგენს სოციალურად დაუცველთა კატეგორიას. ასეთი რამ თუ ხდებოდა ამ ოჯახში, აქამდე არ მსმენია. სოციალური დახმარებების გაცემის დროს, ამ ოჯახს ყოველთვის ვითვალისწინებდით. ამ ფაქტის შესახებ ჩვენც დავინტერესდებით შესაბამის სამსახურთან ერთად," - გვითხრა მერის წარმომადგენელმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები