ახალი ამბები
,,ოცნების" პირველი მეთვალყურე შიდა ქართლის პოლიციის უფროსად დანიშნეს
შიდა ქართლის პოლიციის ხელმძღვანელად დაინიშნა ილია კვაღინიძე, რომელიც კუდის თანამშრომელი იყო და რომელსაც 2012 წელს ოპოზიციაზე კონტროლი და მეთვალყურეობდა ჰქონდა დავალებული.

ჩვენს არქივში მოიძებნება ფოტოები, რომლებიც სწორედ ,,კუდის'' თანამშრომლების მხრიდან ,,ქართული ოცნების" წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ მეთვალყურეობის პროცესს ასახავს.

მაგალითად, 2012 წელს კოალიცია ,,ქართული ოცნების" ოცნების ოფისის გახსნას მეთვალყურეობდნენ ,,კუდის" თანამშრომლები, მათ შორის, ილია კვაღინიძე.


ფოტოზე: 2012 წელი, კუდ-ის თანამშრომლები ერთ-ერთ ბინაში უთვალთვალებენ ,,ქართული ოცნების" გახსნაზე მყოფ მოქალაქეებს

გორში ,,ქართული ოცნების" პირველ შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეებს გზაში ხვდებოდნენ, დროშებს ართმევდნენ, მაისურებს უხევდნენ, აგინებდნენ, სცემდნენ. ინფორმაციას მონაწილე პირების შესახებ კუდ-ის თანამშრომლები აგროვებდნენ.


ფოტოზე: ,,ქართული ოცნების" ოფისის გახსნა, 2012 წელი, კუდის თანამშრომელი ფარეხელაშვილი აქტივისტებს შორის

დღევანდელი ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველი პარტია ოპოზიციის წევრების დაშინებასა და ზეწოლას აგრძელებს.


ფოტოზე:  ,,კუდის" თანამშრომელი დავით საური (დღეს სუს-ის თანამშრომელია) სხვა ბინიდან უთვალთვალებს ,,ქართული ოცნების" ოფისის გახსნაზე ოპოზიციონერებს. 2012 წელი.

ილია კვაღინიძისა და მისი თანამშრომლების საქმიანობა, 2012 წლის შემდეგ, სამართლებრივად არავის შეუფასებია. ის და მისი კოლეგები მალე ახლადშექმნილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) დაასაქმეს. 2018 წელს კი კვაღინიძე დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინლური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი გახდა.

2019 წელს, დეკლარაციის მიხედვით, ილია კვაღინიძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს, ხოლო 2020 წელს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.

2021 წელს, შიდა ქართლის პოლიციის უფროსი მერაბ ბერძენიშვილი მოხსნეს, მისი ადგილი კი, მოადგილემ, ილია კვაღინიძემდ დაიკავა.



ფოტოზე: ,,ქართული ოცნების" ოფისის გახსნა გორში, 2012 წელი
Print

სტატიის გამოყენების პირობები