ახალი ამბები
კომპანია ,,იბოლიამ'' გზების მოვლა-პატრონობისთვის გათვალისწინებული 20 მლნ ლარის ათვისება 110 დღით ადრე დაასრულა
კომპანია ,,იბოლიამ'', რომელსაც საავტომობილო გზების მე-11 ზონაში გზების მოვლა-შენახვა ევალება, 20 მლნ ლარი უკვე აითვისა. ხელშეკრულების ვადის დამთავრებამდე კი, 110 დღე დარჩა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანიის ანგარიშზე დამატებით 2 მლნ ლარის გადარიცხვას აპირებს. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ახალი ტენდერის დამთავრებამდე მინიმუმ ორი კვირა დარჩა, შესაბამისად, ,,იბოლია'' დარჩენილ ორ კვირაში 2 მლნ მიიღებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მე-11 ზონაში შედის გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, მცხეთის, ხარაგაულისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში შემავალი გზები.

ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 2019 წლის მაისში გაფორმდა, კომპანია ,,იბოლიას" მხოლოდ 2021 წელს, იანვრიდან მაისამდე 3 მლნ ლარი უნდა აეთვისებინა, თუმცა ეს თანხა იანვარშივე დახარჯა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები