ახალი ამბები
გორში ოპოზიცია გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვს
გორის საკრებულოს დეპუტატი ვასილისა ჯავახიძე შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის წლიურ ხარჯებს ასაჯაროებს.

,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებამ, რომელსაც რეალურად არანაირი ფუნქცია არ აქვს, ბიჯეტიდან ხელფასებში თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა.

საწვავში 46 ათას ლარამდე დაიხარჯა, სატელეფონო კომუნიკაციებში 5 ათას 600 ლარზე მეტი, სასმელ წყალში 440, მივლინებებში კი 339. ოპოზიცია გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები