ახალი ამბები
ავარია სოფელ კარალეთში - სოფელს დენის მიწოდება შეუწყდა
ავარია სოფელ კარალეთში. სამი ავტომანქანიდან ერთი, მსუბუქი ავტომობილი ელექტრობოძს დაეჯახა და წააქცია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სადენები დაზიანდა, ხოლო სოფელ კარალეთს დენის მიწოდება შეუწყდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და ,, ენერგო-პრო-ჯორჯიას" თანამშრომლები.



ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მცხოვრებლები გამოვიდნენ და აღნიშნეს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირია ავარიები, რადგან მანქანები მაღალი სიჩქარით მოძრაობს.

,,დიდი ხანია შევიტანეთ განცხადება გორის მერიაში, რომ დააყენონ ე.წ. ბუგაროვკები, მაგრამ საშველი არ დაადგა. გავატანეთ მეზობელს განცხადება. გვითხრა, განცხადება შეტანილიაო, მაგრამ შეიტანა? ეგეც არ ვიცით" - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები