ახალი ამბები
2020 წელს შიდა ქართლში ავტოავარიების შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა
2020 წელს შიდა ქართლში ავტოსაგზაო შემთხვევების 1538 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 305 ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დაიწყო. ხოლო 1233 შემთხვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.

შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დაიღუპა 54 ადამიანი, ხოლო დაშავდა - 449 ადამიანი .

ყველაზე მეტი შემთხვევა მესამე კვარტალში (ივლისი-აგვისტო-სექტემბერი) მოხდა. უფრო დეტალურად კვარტლების მიხედვით:

მეოთხე კვარტალში - 72 შემთხვევა, დაიღუპა - 14, დაშავდა - 111

მესამე კვარტალი 107 შემთხვევა, დაიღპა 19, დაშავდა - 152

მეორე კვარტალი - 50 შემთხვევა, დაიღუპა 3; დაშავდა - 85

პირველი კვარტალი - 76; დაიღუპა 18; დაშავდა 101

რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, როგორც აღვნიშნეთ გამოვლონდა 1233 შემთხვევა, მათგან ადამიანების ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებით 1045 ფაქტი გამოვლინდა.

ყველაზე მეტი დარღვევა მესამე და მეოთხე კვარტალში გამოვლინდა. უფრო კონკრეტულად:

მეოთხე კვარტალი - 339 (მათგან მსუბუქი დაზიანება მიიღო 281 ფაქტზე)
მესამე კვარტალი - 338 (მათგან მსუბუქი დაზიანებით 302 შემთხვევა)
მეორე კვარტალი - 266 შემთხვევა (მსუბუქი დაზიანებით 216 შემთხვევა)
პირველი კვარტალი - 290 შემთხვევა (მსუბუქი 246 შემთხვევა)

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები