ახალი ამბები
გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, შემთხვევა 2 თებერვალს, მოხდა.

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.

,,უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართლებით.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები