ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 808 კვლევა ტესტით, მათ
შორის 9 163 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 645 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 261 018-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
4.2%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.75%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა - 252 246-მდე.
გარდაიცვალა 18 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს
ჯამში 3 258 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან
თბილისში გამოვლენილია 227 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 83,
ქვემო ქართლი - 35, შიდა ქართლი - 44, გურია - 16, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 60, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი -
6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 488,
საიდანაც 2 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 078, აჭარაში - 188, იმერეთში - 463.ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 538 პირი, მათ შორის, თბილისში - 236, აჭარაში
- 45, იმერეთში - 134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 146
პირი, მათგან თბილისში - 103, აჭარაში- 6, იმერეთში - 16.274 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 182 - თბილისში, 81 -
აჭარაში, 11 - იმერეთში.
2 927 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 199, ხოლო აჭარაში - 174.სულ 6 ოქტომბრიდან - 4 თებერვლის
პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია
- 22 531 პირი.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 734
ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 014 პირი, აჭარაში - 789, იმერეთში
- 1 502“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
სტატიის გამოყენების პირობები