ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 18 335 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 591 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 7 744 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 602 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 261 620-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.74%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 569 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 252 815-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 269 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 246 შემთხვევა, აჭარა - 30, იმერეთი - 101,
ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 21, გურია - 30, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 77, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი -
10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 510,
საიდანაც: 2 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 033, აჭარაში - 182, იმერეთში - 456. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 509 პირი, მათ შორის, თბილისში - 216, აჭარაში
- 40, იმერეთში - 131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 141
პირი, მათგან თბილისში - 100, აჭარაში- 5, იმერეთში - 14. 295
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 -
თბილისში, 117 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 984 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 485 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 208, ხოლო აჭარაში - 175.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 566 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 632 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 8 715 პირი, აჭარაში - 811, იმერეთში - 1 487.
სტატიის გამოყენების პირობები