ახალი ამბები
გორში წარჩინებული 9-კლასდამთავრებულები კომპიუტერებს მე-5 თვეა ელოდებიან
გორელ და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ წარჩინებულ მეცხრეკლასელებს კომპიუტერს, სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე გადასცემენ. ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა გვაცნობა.

მისი თქმით, 2019-20 სასწავლო წელს გორის და გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 300 მოსწავლემ ცხრა კლასი წარჩინებით დაამთავრა, რის გამოც, კომპიუტერები გადაეცემათ.

მოსწავლეებისათვის კომპიუტერების გადაცემის ცერემონია გორში 2020 წლის ოქტომბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

"ეს მოსწავლეები არიან ის წარჩინებული მოსწავლეები, რომლებმაც 2019-20 წელს წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური, მეცხრე კალასი, ამჟამად ისინი იმყოფებიან მეათე კლასში. მათი ნიშანი არის 10 ქულა დამრგვალების გარეშე. მოგეხსენებათ, რომ გორსა და გორის მუნიციპალიტეტში არის 67 საჯარო სკოლა და აქედან წარჩინებული მოსწავლე წელს არის 300, შარშან გვყვავდა 282. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ მარტის თვეში, მათ გადასცემს კომპიუტერებს". - გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები