ახალი ამბები
გორში გაზის გაჟონვის შედეგად 27 წლის ქალი გარდაიცვალა
გორში,  27 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ახალგაზრდა ქალი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით, ვერხვების დასახლებაში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240 -ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს - ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა - რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
Print
თეგები: შსს / გორი / გაზი /

სტატიის გამოყენების პირობები