ახალი ამბები
ქუჩის მუსიკოსები გორში


ქალაქის ცენტრალური ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელთან იოსებ, გიორგი და ვასო ოქროპირიძეები ყოველდღე მღერიან. ისინი გორის რაიონის სოფელ სკრიდან დადიან. დისეველები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილებად იქცნენ.

ამჯერად, ინტერვიუს ჩაწერის დროს, ძმებიდან, მხოლოდ, ორი მათგანი დაგვხვდა ადგილზე, ძირითადად, საკუთარ სიმღერებს ასრულებენ. ამბობენ, რომ მუსიკის შესრულების დროს თანხას საკმარისად აგროვებენ. 5 სულიან ოჯახს შემოსავალი გაუჩნდა.

სკოლა ნაადრევად დაამთავრეს. ჯერ სკრის საჯარო სკოლაში სწავლობდნენ, შემდეგ, გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე სკოლაში გააგრძელეს სწავლა. მე-9 კლასიდან გამოვიდნენ. იხსენებენ, რომ ადგილობრივ სკოლის მოსწავლეებთან თანაცხოვრება ვერ შეძლეს და მუდმივად კონფლიქტი ჰქონდათ.

Print
თეგები: გორი /

სტატიის გამოყენების პირობები