ახალი ამბები
შავშვებისა და ხურვალეთის სკოლებში დირექტორები შეცვალეს
დღეს შავშვების საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ახალი კანდიდატი წარადგინეს. იზა წიქარიძე დღეიდან შავშვების სკოლას უხელმძღვანელებს.

იგი მანამდე ხურვალეთის სკოლის დირექტორი იყო. როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა გვითხრა, საკადრო ცვლილება გამოწვეულია შავშვების საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის განცხადების გამო.

,,შავშვების სკოლის დირექტორმა აღარ მოისურვა მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. ხურვალეთის სკოლის დირექტორი დაინიშნა შავშვების სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. შავშვებში ცხოვრობს და მიზანშეწონილად მიიჩნია სამინისტრომ, რესურსცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე.'' - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

რაც შეეხება ხურვალეთის სკოლას, აქ, მოვალეობას, კონკურსამდე, დირექტორის მიერ ბრძანებით განსაზღვრული პირი შეასრულებს, კერძოდ, როგორც გავარკვიეთ ბუღალტერი.

სხვა ცვლილება ამ ეტაპზე გორის სკოლებში არ იგეგმება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები