ახალი ამბები
ზეღდულეთში კორონავირუსი 3 პედაგოგსა და 3 მოსწავლეს დაუდასტურდა
დღეიდან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საჯარო სკოლის ორ კლასში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

ამის მიზეზი, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის, კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევები გახდა.

კერძოდ, კორონავირუსი დაუდასტურდა 3 პედაგოგს და 3 მოსწავლეს. ,,ზეღდულეთის სკოლის ორი კლასი გადავიყვანეთ დისტანციურზე ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის რეკომენდაციით, დადასტურებული შემთხვევების გამო." - გვითხრა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

მისი ინფორმაციით, 1-დან 10 თებერვლამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის მასშტაბით დისტანციურ რეჟიმზე 28 კლასი იყო გადასული.

კერძოდ, დისტანციურ რეჟიმზე სწავლობენ ფლავის, კარალეთისა და ქვახვრელის სკოლების კონკრეტული კლასის მოსწავლეები.

შეგახსენებთ, დღეს შიდა ქართლში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები