ახალი ამბები
გორში ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა
გორში სუხიშვილის ქუჩაზე არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა დღეს დაახლოებით 12 საათზე მოხდა.

თვითმხილველებმა სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა დანიშნულების ადგილამდე 20 წუთზე მეტი დრო დასჭირდა.

სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომანქანას გადაადგილებში გორის ქუჩებში გადატვითულმა მოძრაობამ შეუშალა ხელი.

როგორც ექიმები აცხადებენ, მოზარდს შესაბამისი დახმარება გაუწიეს და ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შს სამინისტროს თანამშრომლებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დაიწყეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები