ახალი ამბები
ბნავისის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისში, საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად მზადება უკვე დაიწყეს. 

მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს ,,რესტავრატორებსა და კომპანის'' შორის, ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. 

პროექტის ჯამური ღირებულება 1,6 მლნ ლარს შეადგენს. ატენის თემში შემავალი ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდება.



ბნავისის საჯარო სკოლის შენობა 2 სართულიანია. აშენებულია 1987 წელს. ძირითადი შენობა თავდაპირველი პროექტითაც გათვლილი იყო სკოლისათვის, სადაც მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა პროექტის გათვალისწინებით შეადგენდა 150. ამჟამინდელი მდგომარეობით სწავლობს 22 მოსწავლე.



ტერიტორიის პერიმეტრის ნაწილი შემოღობილია ლითონის ღობით. სკოლის საფეხმავლო ბილიკები ტერიტორიაზე არარის მოწყობილი , თუმცა სკოლის შენობიდან გარე მდგომ შენობებამდე მისასვლელი გზები არსებობს, რომლის ზედაპირს წარმოადგენს ზოგ ნაწილში მიწის გრუნტი ხოლო ზოგ ნაწილში ასფალტი.

რაც შეეხება ტერიტორიაზე გარე მდგომ შენობებს: ძველი საპირფარეშო წარმაოდგენს ბეტონის ბლოკით ნაშენ ნაგებობას, რომელიც შემდგომ შელესილი და შეღებილია, დღევანდელი მდგომარეობით ნაგებობას აქვს ბზარები და დეფექტები, ჩამოცვენილია ნალესიც, სახურავი აზბესტის ფილებით არის გადახურული.

ახალი საპირფარეშო ფუნქციონირებადია, თუმცა გააჩნია მცირე დეფექტები, იატაკი წარმოადგენს კერამიკულ ფილებს, გადახურულია მოთუთიებული თუნუქის ფურცლებით. ფანჯრები და კარები არის მეტალო პლასტმასის.



სკოლას მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია, მოხდა სახურავისა და ფანჯრების შეცვლა, ასევე ჩატარდა შიდა სივრცეებისთვის ფრაგმენტული სარემონტო სამუშაოები. სკოლის სახურავში ფიქსირდება აზბესტის და სამშენებლო მასალების ნარჩენები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები