ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 15 თებერვალი
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 197 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 989 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 165 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 265 722-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.5%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 258 732-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 363 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 165 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 57 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 31, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 6, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 601, საიდანაც: 1 932 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 869, აჭარაში - 166, იმერეთში - 437. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 425 პირი, მათ შორის, თბილისში - 172, აჭარაში - 39, იმერეთში - 127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან თბილისში - 69, აჭარაში- 5, იმერეთში - 12. 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 115 - თბილისში, 104 - აჭარაში, 13 - იმერეთში. 1 437 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 238 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 119, ხოლო აჭარაში - 45.

სულ 6 ოქტომბრიდან - 14 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 830 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 724 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 752 პირი, აჭარაში - 597, იმერეთში - 1 287“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები