ახალი ამბები
გორში მამაკაცს, რომელმაც მაღაზიდან 3.5-ლარიანი სიგარეტი გაიტაცა, 7 წელი მიუსაჯეს
7 წელი მიუსაჯეს მამაკაცს, რომელმაც სოფელ ორთაშენში მაღაზიიდან ერთი ცალი კოლოფი გაიტაცა. 1980 წელს დაბადებული ბრალდებული, დანაშაულის ჩადენის დროს, პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.

2020 წლის 25 დეკემბერს მიღებული, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურორი კმაყოფილი დარჩა.

საქმე იმაშია, რომ 16 აპრილს, დაახლოებით 17 საათზე, მთვრალი მამაკაცი მივიდა სასურსათო მაღაზიაში, სადაც სიგარეტი მოითხოვა. ფულის არქონის გამო, შელაპარაკება მაღაზიის გამყიდველთან მოუვიდა და თავში პლასტმასის ნივთი ესროლა.

როგორც პროკურორმა განაცხადა, მაღაზიის გამყიველმა თავის არეში დაზიანება მიიღო, ამის შემდეგ მამაკაცმა მაღაზიიდან ერთი ცალი, 3.5-ლარიანი სიგარეტი აიღო და სახელოსნოში დაბრუნდა.

ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს მძიმე ბრალდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები