ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტში, კვორუმის არარსებობის მიუხედავად, ბიუჯეტი დაამტკიცეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტში, კვორუმის არარსებობის მიუხედავად, ბიუჯეტი დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

სხდომას 18 დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა 34-წევრიან ,,პარლამენტის'' სხდომას მინიმუმ 23 დეპუტატი უნდა დასწრებოდა.

ქვორუმის არარსებობის გამო, მიღებულ გადაწყვეტილებას ე.წ. პარლამენტის ვიცე-თავმჯდომარე პეტრე გასიევი ასე განმარტავს:

,,პარლამენტის რეგლამენტს არ აქვს იურიდიული ძალა, რადგან თავის დროზე, ის სათანადოდ არ იქნა დამტკიცებული, არ იყო გამოქვეყნებული სახელმწიფო მედიაში, კერძოდ, გაზეთ ,,სამხრეთ ოსეთსა და ,,ხურზარინში'' - განაცხადა გასიევმა.

გასიევმა ისიც განმარტა, რომ მათ იმოქმედეს რუსეთის დუმის კანონმდებლობით, რომლის თანახმად დუმის გადაწყვეტილებები მმისაღებია, თუ კი გადაწყვეტილებას დამსწრეთა უმრავლესობა მიიღებს.

ცნობისათვის, დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში, ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. ისინი, ცხინვალის ციხეში ინალ ჯაბიევის მკვლელობის გამო, გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ისინი მონაწილეობას არ ბიუჯეტის დამტკიცებაში მიიღებდნენ მონაწილეობას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები