ახალი ამბები
გორის ტერიტორიაზე გზების მოვლა-შენახვისთვის 4 მლნ ლარია გამოყოფილი
16 თებერვალს საღამოს დაწყებულმა უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მძიმე პრობლემები შექმნა. მე-12 ზონაში შემავალ საავტომობილო გზებზე მოვლა-პატრონობა კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ს აქვს დავალებული.

თუმცა, გორის მერიამ გზების გასაწმენდად ,,კეთილმოწყობის სამსახურის" ტექნიკა გამოიყვანა.

როგორც მოვიძიებით, გორსა და მის მიმდებარედ, ასევე ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტოტირაზე, გზების მოვლა-შენახვისთვის გამოყოფილია 4 მლნ ლარი. კომპანია საგზაო სამშენებლო სამმართველო #1-თან ხელშეკრულება 2020 წლის 23 დეკემბერს დაიდო. დამკვეთი საგზაო დეპარტამენტია.

ხელშეკურლების მიხედვით, ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" ევალება №12 ზონაში არსებული საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) და ზამთრის შენახვის სამუშაოები, ასევე სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაცია, ასევე აღნიშნული ზონის მიმდებარედ, გორის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტებში შემავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვა.

იმ პუნქტში, სადაც ზამთრის შენახვის სამუშაოები აღწერილი, ვკითხულობთ:

ზამთრის მორიგეობა: ამ პუნქტში შედის საყრდენი პუნქტის მექანიზატორების, მუშების და სხვა პერსონალის მორიგეობის ხელფასი, რაც საშუალებას იძლევა დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოხდეს მათი მობილიზაცია და გაყვანა გზების იმ მონაკვეთებში, რომლებიც თოვლცვენისა და ლიპყინულის გამო მოითხოვენდაუყოვნებლივ გაწმენდას. განზომილება კაცი/ცვლა (ცვლაში იგულისხმება 12 საათი).

20%-იანი ქვიშა-მარილის ნარევის (ფრაქცია 0-5) მოყრა გზის სავალ ნაწილზე ავტომანქანიდან ხელით. ამ პუნქტში შედის 20%-იანი ქვიშა-მარილის (ფრაქცია 0-5) ნარევის მომზადება ტრანსპორტირება და გზის სავალ ნაწილზე მოყრა ავტომანქანიდან ხელით.

თოვლის წმენდა გრეიდერით 150 ცხენის ძალამდე სიმძლავრით;

თოვლის წმენდა ბულდოზერით 170 ცხენის ძალამდე სიმძლავრით;

თოვლის წმენდა როტორით: ამ პუნქტში შედის თოვლის წმენდა როტორულ-თოვლმწმენდით;

თოვლის წმენდა კომბინირებული საგზაო მანქანით - ამ პუნქტში შედის თოვლის წმენდა კომბინირებული საგზაო მანქანით.

სავალდებულო მოთხოვნები: . ზამთრის შენახვის სამუშაოების პუნქტის ღირებულებაში არ შედის პერსონალის ხელფასი. მისი ანაზღაურება ხდება "ზამთრის მორიგეობის" პუნქტიდან ხელფასისათვის განსაზღვრული თანხებით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები