ახალი ამბები
გორის გვირაბის სიახლოვეს 10-ზე მეტი მანქანა დაიმტვრა
დღეს საღამოს, ავტობანზე, გორის გვირაბთან მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს თბილისის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები შეეჯახა.

იმ ავტომანქანების მძღოლებს, რომლებსაც დღეს საღამოს, ავტობანზე, ავარია შეემთხვათ, ჯარიმა ემუქრებათ. შს სამინისტრომ 10-ზე მეტი დაზიანებული მანქანა დაითვალა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს საგზაო წესების დარღვევას, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევის პირველივე ფაქტის შემდეგ მძღოლებმა საჭე ლიპყინულის გამო ვერ დაიმორჩილეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები