ახალი ამბები
უფლისციხეში ძეგლის კვლევა 2021 წელსაც გაგრძელდება
,,იტალიელ ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელებულმა დეტალურმა კვლევამ გამოავლინა რომ არსებული სურათი კიდევ უფრო რთულია ვიდრე მოველოდით, გამოვლინდა რიგი ახალი გარემოებები"

ეს დასკვნა იმ ანგარიშში წერია, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში, უფლისციხეში ჩატარებულ კვლევა-ძიების შემდეგ, შეადგინეს.

პირველადი დათვალიერებისგან განსხვავებით აღმოჩნდა, რომ უფლისციხის მდინარისპირა ქარაფი საჭიროებს გადაუდებელ გაწმენდით სამუშაოებს. კერძოდ, საჭირო ხდება კრიტიკული ქვების და ბლოკების ჩამოყრა იმ დრომდე, სანამ იქ შესაძლებელი იქნება საკონსერვაციო სამუშაოების წარმოება.

იტალიელ ექსპერტებთან ერთად გადაწყდა, რომ უფლისციხის ამგები სუსტადშეცემენტებული ქვიშაქვის ქანების სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია საველე გეო-ტექნიკური ტესტების განხორციელება (Pულლ ოუტ ტესტ), რაც წინასწარ ბურღვით სამუშაოებს საჭიროებს.

,,გამაგრებითი სამუშაოები უფრო მაღალი სირთულისაა, ვიდრე ეს ვარძიის ძეგლზე მოხდა, რადგან მოსალოდნელია ანკერის ქანთან მოჭიდების დაბალი მაჩვენებელი."" - წერია ანგარიშში.


მკვლევარებმა პირველი კრიტიკული უბანი გამოავლინეს. ეს უბანი მდებარეობს ე.წ. კლდეკარის თავზე, რომლის ქვეშ კლდეში ნაკვეთი საურმე გზა გადის. ამ საურმე გზაზე მასიური ჭა მდებარეობს.]

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2019 წელს განხორციელდა უფლისციხის მტკვრისპირა ქარაფის გაწმენდა კლდის არასტაპიბილური ბლოკებისა და ჩამოცვენილი მასალების დაგროვებებისგან, ასევე გაჩენილი მცენარეული საფარისაგან.

ამავე წელს მომზადაა ქანის (კლდის) კონსოლიდაციის პროექტი, პროექტირდა სპეციალური ხარაჩოები, რომლებიც გათვლილი იქნა კლდის არარეგულარულ ზედაპირზე და აგებული იქნა მეკლდეურების დახმარებით.

,,გასატარებელი სამუშაოები ვარძიის და ვანის ქვაბების ძეგლების ანალოგიურია, თუმცა რიგ შემთხვევებში უფრო მაღალი სირთულით გამოირჩევა და მათ განსახორციელებლად შერჩეული იქნა შესაბამისი გამოცდილების და კვალიფიკაციის კომპანიები და სპეციალისტები, ვისთანაც უკვე გვაკავშირებს ერთობლივი მუშაობის გამოცდილება ვარძიის და ვანის ქვაბების ძეგლეზე და გააჩნიათ საჭირო გამოცდილება"" - წერია ანგარიშში.

ცნობისათვის, უფლისციხის გადასარჩენად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში თანხა გამოყო, რომლის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრი შეიმუშავებს უფლისციხის ნაკრძალის კომპლექსური მონიტორინგის სისტემის, გამაგრება-კონსოლიდაციისა და დაცვის გადაუდებელი ღონისძიებების გრძელვადიან სამოქმედო გეგმებს.

ერთიანი კვლევების საფუძველზე მუშავდება ძეგლის მოვლის სამუშაოები. გამოვლინდება კლდოვანი მასივის კრიტიკული არეალები, ტარდება კლდის შესაძლო ნგრევის საწინააღმდეგო ღონისძიებები. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ძეგლის კონსერვაციის მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები