ახალი ამბები
კასპში ,,სოფლის წყლის" მიმდებარე ტერიტორიიდან სხვადასხვა მასალები იკარგება
კასპში ,,სოფლის წყლის" მიმდებარე ტერიტორიიდან სხვადასხვა მასალები იკარგება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ზურაბ ბახტაძემ მერიას აცნობა.

მისი ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში, კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე გახშირებულია ქურდობა. ზურაბ ბახტაძე ტერიტორიის შემოღობვას და ვიდეოკამერების დამონტაჟებას ითხოვს.

,,სასაწყობე ფართს ესაზღვრებოდა უნარშეზღუდული ფიზიკური პირის დროებითი საცხოვრებელი შენობა (გადაადგილდებოდა ეტლით) და მას ვერ ჩავუკეტავდით შესასვლელს. ის გარდაიცვალა და გვაქვს საშუალება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმების საფუძველზე შემოვღობოთ და კარი დავაყენოთ, ასევე, ვაპირებთ ვიდეოკამერების დამონტაჟებას. გარკვეული ტერიტორიაც დიდი ხნის მიტოვებულია და ადგილი ჰქონდა რამოდენიმეჯერ ქურდობას, ვშიშობთ ანალოგიური არ გამეორდეს ჩვენ შენობაზე." - აცხადებს ზურაბ ბახტაძე.

,,სოფლის წყლის'' წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან არ დაკარგულა უშუალოდ ,,სოფლის წყლის'' რაიმე ქონება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები