ახალი ამბები
გორის 5 საბავშვო ბაღში მუშაობა 1-ელი მარტიდან არ დაიწყება
გორის 5 საბავშვო ბაღში მუშაობა 1-ელი მარტიდან არ დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია ავრცელებს. 

სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განმარტებით, სხვა ყველა ბაღში, მათ შორის, სასკოლო მზაობის ცენტრში სასწავლო პროცესი 1-ელ მარტს განახლდება.

გამონაკლისია გორის N9, N14, კარალეთის N1, ბნავისისა და გარეჯვრის საბავშვო ბაღები, რომლებიც, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, სასწავლო პროცესს 1-ელ მარტს ვერ აღადგენენ. 

ბაღებში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებითა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით დაიწყება.

რაც შეეხება ბაღებში ბავშვების მიყვანის საათს, აღსაზრდელების მიღება შესაძლებელი იქნება 09:00 საათიდან 10:00 საათამდე.

,,გთხოვთ, ბაღში წაყვანამდე მშობლებმა ბავშვებს გაუკონტროლეთ ტემპერატურა. გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საწყისი ეტაპისთვის იმოქმედებს თავისუფალი დასწრების რეჟიმი, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებაზე.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები