ახალი ამბები
ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციაზე გორიდანაც მიემგზავრებიან
დღეს, თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გორიდანაც მიდიან. რამდენიმე მიკროავტობუსით აქტივისტები უკვე გაემგზავრნენ.

აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე დაიწყება, თუმცა მანამდე 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: "მსვლელობა თავისუფლებისთვის" მოაწყობენ.

15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. დაგეგმილია დამატებითი კარვების გაშლაც. ამასთან, მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის დაფიქსირებასაც გეგმავენ.

აქციაზე მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან, თუმცა როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით დაწესებული რეგულაციების, მათ შორის ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, რეგიონებიდან მხარდამჭერთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი ჩამოვა და არ მოხდება მათი სრული მობილიზაცია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები