ახალი ამბები
გორელი აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას ფილარმონიის მხრიდან უერთდებიან
გორელი აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას ფილარმონიის მხრიდან უერთდებიან. ამის შესახებ აქციის წევრებმა საპროტესტო მსვლელობიდან გვაცნობეს.

"მსვლელობა თავისუფლებისთვის" - ასე ჰქვია საპროტესტო მარშს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, სხვადასხვა ადგილიდან დაიძრა. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ. 

კერძოდ, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდენარე ტერიტორიიდან გამოემართნენ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები - ფილარმონიიდან, "ევროპული საქართველოს" ლიდერები და მათი მხარდამჭერები კი "რუსთაველის" მეტროსთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ სწორედ აღნიშნული ადგილიდან დაიძრნენ.

ამ დროისთვის ცალკეული პარტიების წარმომადგენლები თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული მსვლელობით მოემართებიან.

მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც 15:00 საათზე პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები დაიწყება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები